„ნაციონალური მოძრაობის“ განცხადება

18:19, 05.10.2021

91 საჩივრით მიმართა საოლქო კომისიებს „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“. საკითხზე განცხადება დღეს თამარ კორძაიამ გააკეთა. დეპუტატის ინფორმაციით, თბილისში, მერის არჩევნების შემაჯამებელი 759 ოქმიდან ბალანსი არ დგება 306-ში. პროპორციულ ნაწილში, 323 ბალანსი არ დგება შემაჯამებელ ოქმში. თამარ კორძაია ეხმაურება ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიისა და შეერთებული შტატების საელჩოს შეფასებასაც. დეპუტატის განცხადებით, ნათლად ჩანს, რომ არჩევნები არასათანადო გარემოში ჩატარდა.

მსგავსი