„ნაციონალური მოძრაობის“ განცხადება

აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის პოლიციაში დაბარების ფაქტს ლევან ვარშალომიძე გამოეხმაურა.

საგანგებო ბრიფინგზე განცხადება მან ოპოზიციის სახელით გააკეთა. მისი თქმით, ელგუჯა ბაგრატიონი ოზურგეთის პოლიციაშია დაბარებულია და მას ბრალი უნდა წარუდგინონ, თითქოს ბიძინა ივანიშვილის სათვალთვალო კამერა დააზიანა  და ამით მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა მილიარდერ ოლიგარქს.

ლევან ვარშალომიძე ხელისუფლებას და ბიძინა ივანიშვილს მოუწოდებს, შეწყვიტოს ადამიანების პოლიტიკური ნიშნით დევნა, თანამდებობიდან გადააყენოს გიორგი გახარია და პოლიტიკურ ოპონენტებთან მოლაპარაკებები დაიწყოს.