„ნაციონალური მოძრაობის“ განცხადება

18:22, 06.09.2021

საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევასა და პარტიის წევრებზე ზეწოლაში ადანაშაულებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ „ქართულ ოცნებას“. ლევან ბეჟაშვილის ინფორმაციით, სენაკში, მმართველმა გუნდმა მაჟორიტარობის კანდიდატებს ოლქები შეუცვალა, ეს კი მისი თქმით, საარჩევნო კოდექსის უხეში დარღვევაა. „ნაციონალურ მოძრაობაში“ ასევე აცხადებენ, რომ ახალქალაქსა და ნინოწმინდაში, მათ საარჩევნო სიაში მყოფ ხუთ პირზე ხდება ზეწოლა, რის საფუძველზეც, ისინი სიის დატოვებას გეგმავენ. ქართული ოცნება“ ზეწოლის ფაქტებს უარყოფს და ბეჟაშვილის ბრალდებებს სპეკულაციას უწოდებს.

მსგავსი