„ნაციონალური მოძრაობის“ განცხადება

„ნაციონალური მოძრაობა“ „ნამახვანჰესის“ მშენებლობასთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებს ეხმაურება. როგორც პარტიაში აცხადებენ, ისინი მხარს უჭერენ მიმდინარე აქციებს და მზად არიან მოსახლეობის სურვილის გათვალისწინებით მიმდინარე პროცესებში ჩაერთონ. გიორგი ხვედელიანის თქმით, მოსახლეობის პროტესტი სამართლიანი და კონსტიტუციურ ფარგლებშია.