„ნაციონალური მოძრაობის“ განცხადება

ქობულეთის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, ბონდო თედორაძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს, დღეს თავად თედორაძე და ლევან ხაბეიშვილი გამოეხმაურნენ.  ხაბეიშვილის განცხადებით, თედორაძისთვის უფლებამოსილების მოხსნა  პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო და ამას სამართლებრივი საფუძველი არ აქვს. ბონდო თედორაძის განმარტებით, ის საკრებულოს სხდომებს არ ესწრებოდა, რადგან ბოიკოტის რეჟიმში იყო, თუმცა ამ მიზეზით, მისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის უფლება არ ჰქონდათ. აღნიშნულთან დაკავშირებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები სახალხო დამცველისათვის მიმართვას აპირებენ. შეგახსენებთ, რომ ქობულეთის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ ორ დეპუტატს,  ბოლო ექვსი თვის განმავლობაში სხდომებზე დაუსწრებლობის გამო, უფლებამოსილება შეუწყვიტეს. 23 ხმით, ბონდო თედორაძესა და მამული სურმანიძეს საკრებულოს წევრის მანდატი  გაუუქმეს.

მოამბე