„ნაციონალური მოძრაობის“ განცხადება

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ლევან ბეჟაშვილი წინასაარჩევნო დარღვევებზე საუბრობს. მისი თქმით, გურჯაანის მუნიციპალიტეტში რამდენიმე დღეა, გრძელდება კრიმინალური ქრონიკები, რისი მტკიცებულებები სოციალურ ქსელში ვრცელდება.

მისი განმარტებით, სოფლის რწმუნებული ზეწოლას ახდენს ამომრჩეველზე და კონკრეტულ ფაქტებზე საუბრობს. „ნაციონალური მოძრაობა“ სამხარეო პოლიციისგან ამ ფაქტებზე გამოძიების დაწყებასა და ამ ადამიანების დაკითხვას ითხოვს.