„ნაციონალური მოძრაობის“ განცხადება

აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო ბანერების დაზიანებაზე საუბრობენ ოპოზიციური პარტიის აჭარის ორგანიზაციაში. უმაღლეს საბჭოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, მიხეილ ბოლქვაძე ამბობს, რომ სააგიტაციო მასალის დაზიანება იყო მიზანმიმართული ქმედება. კანდიდატი მიიჩნევს, რომ ეს „ქართული ოცნების“ ხელწერაა.

ბრალდებას კატეგორიულად უარყოფენ პარტია „ქართულ ოცნებაში“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ ტყუილში ადანაშაულებენ.