„ნაციონალური მოძრაობის“ განცხადება

„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ ისინი მორიგი ცრუ ბრალდების ადრესატები არიან.

თინა ბოკუჩავას თქმით, ბოლო დღეების განმავლობაში რეგიონებში „ნაციონალური მოძრაობის“ საოლქო კომისიის წევრებს უცნობი პიროვნება პარტიის სახელით უკავშირდება და არჩევნების საბოტაჟის გეგმებსა და რევოლუციური სცენარის განხილვის ალბათობაზე ესაუბრება. პარტიაში ტელეფონის ნომერი და იმ პიროვნების სახელი და გვარიც გაასაჯაროეს, ვისზეც აღნიშნული ნომერია რეგისტრირებული.