„ნაციონალური მოძრაობის“ განცხადება

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, თინა ბოკუჩავა ცესკო-ს თავმჯდომარეს, შეხვდა.

თამარ ჟვანიასთან შეხვედრა მედიისთვის დახურული იყო. თინა ბოკუჩავას განცხადებით, შეხვედრაზე ოზურგეთის საოლქო კომისიაში მომხდარი ინციდენტი განიხილეს. ბოკუჩავას თქმით, მათი პარტიის წევრს, დავით მჟავანაძეს ოზურგეთის საოლქო კომისიის თავმჯდომარემ, ბერდია ლომიძემ საოლქო კომისიის სხდომა უკანონოდ დაატოვებინა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით სამართლებრივ რეაგირებას მოითხოვს და იმედოვნებს, რომ ფაქტს ცესკო-ს თავმჯდომარის მხრიდან, შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.