„ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილება

15:16, 19.11.2020

საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას არ მიიღებენ აჭარაში „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები. აჭარის რეგიონში არჩევნების მეორე ტური ბათუმისა და მთიანი აჭარის ოლქებში ტარდება. საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში, ბათუმის ოლქში ლევან ვარშალომიძე, ხოლო ხელვაჩაური-ქედი-შუახევი-ხულოს ოლქში, მიხეილ ბოლქვაძე გადავიდნენ. რაც შეეხება აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების მეორე ტურს, ბათუმის ოლქში გიორგი კირთაძე, ხელვაჩაური-ქედი-შუახევი-ხულოს ოლქში კი, გია აბულაძე გადავიდნენ. მაჟორიტაორბის კანდიდატების განცხადებით, პროტესტი იქნება ყველა უბანზე.

მსგავსი