„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი პირველი არხის წინააღმდეგ

„ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას“ მაჟორიტარობის კანდიდატის თავდასხმა პირველ არხზე.

ლევან ხაბეიშვილი ტელევიზიას მისი აქტივობების არ გაშუქებაში ადანაშაულებს. კანდიდატი ჩვენი ჟურნალისტის იმ შეკითხვამ გააღიზიანა, რომელიც მიმდინარე აქციების დროს „კოვიდ-19“-ის გავრცელების საპრევენციო წესების დაცვას და უკვე ინფიცირებული პოლიტიკოსების კონტაქტების მხრიდან რეგულაციების დარღვევას ეხებოდა. ხაბეიშვილმა საქართველოს პირველ არხს „ქართული ოცნების“ დანამატი უწოდა. იყო სხვა შეურაცხმყოფელი ეპითეტებიც, თუმცა შუალედურ ანგარიშებში პირველი არხის მხრიდან პოლიტიკური სუბიექტების გაშუქების წილი ნეიტრალურად და თანაბრად არის შეფასებული და ნათქვამია, რომ ტელევიზიამ ეთერით სარგებლობის საშუალება ყველა კვალიფიციურ თუ არაკვალიფიციურ სუბიექტს მისცა.