„ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს გაყიდული ენერგოობიექტები

21:22, 27.07.2026

ემუქრება თუ არა საფრთხე საქართველოს ენერგოუსაფრთხოებას – ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტში „ინტერრაოს“ მოხვედრამ კითხვები გააჩინა. რუსულ ენერგოგიგანტთან დაკავშირებული კომპანიები საქართველოში რამდენიმე ენერგო ობიექტს ფლობენ. მათ შორის ელექტროსადგურები „ხრამჰესი 1“ და „ხრამჰესი 2“ მწვავე კრიტიკის მიუხედავად, რუსული კომპანის მართვაში ყოფილი ხელისუფლების მმართველობის პერიდოში გადავიდა, თუმცა დღეს „ნაციონალურ მოძრაობა“ სრულ პასუხისმგებლობას „ქართულ ოცნებას“ აკისრებს. მმართველი გუნდი კი ქვეყნის წინააღდეგ მიმართულ იმ პრაქტიკაზე ამახვილებს ყურადღებას, რასაც მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პირობებში ჰქონდა ადგილი. სანქციები, რომელიც ევროკავშირმა რუსეთს წინააღმდეგ დააწესა, ფინანსური ტრანზაქციების შეზღუდვას გულისხმობს. ამ ვითარებაში როგორ განაგრძობენ ქართული ბანკები სანქცირებული კომპანიების მომსახურება – დღეს განმარტებების გაკეთება ეროვნულ ბანკსაც მოუხდა. შეზღუდვების მიუხედავად პასუხისმგებელი უწყებები პირობას დებენ რომ ქვეყნის ენერგო უსაფრთხოება დაცულია.

მსგავსი