„ნაციონალური მოძრაობის“ დაანონსებული აქცია

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მისი პარტია ხვალ ქუჩაში გადის.

საპროტესტო აქცია თავისუფლების მოედანზე იგეგმება. „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებულ გამოსვლას ოპოზიციის დიდი ნაწილი არ უერთდება. თუმცა, არ არის გამორიცხული, რომ აქციაზე ცალკეული პოლიტიკოსები ინდივიდუალურად მივიდნენ. ხვალ მხარდამჭერების მაქსიმალური მობილიზებაა ლიდერის გზავნილი ციხიდანაც. ოპოზიციის ნაწილი სააკაშვილს პოლიტპატიმრად მიიჩნევს, მეორე ნაწილი კი თანხმდება, რომ ორ რეზონანსულ საქმეზე უკვე მსჯავრდებულ ყოფილ პრეზიდენტს მართლმსაჯულების წინაშე კითხვები აქვს გასაცემი, თუმცა დღევანდელი სასამართლოს პირობებში მთელი ოპოზიციური სპექტრი პროცესს სრულ უნდობლობას უცხადებს.