„ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდება 

ხელმოწერების შესაძლო გაყალბების საქმის პროვოცირებაში „ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპულ საქართველოს“ ადანაშაულებს.

ნიკა მელიას ინფორმაციით, პროკურატურას საქმის შესწავლის მოთხოვნით ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ყოფილმა წევრმა, ბესიკ დონაძემ მიმართა, რომელიც ამჟამად მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიაში „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელია. საპარლამენტო უმცირესობაში ბრალდებას უარყოფენ. „ევროპულ საქართველოში“ აცხადებენ, რომ მათმა წევრმა ცესკო-ში განცხადება მხოლოდ მისი ხელმოწერის შესაძლო გაყალბებაზე დაწერა. რაც შეეხება პროკურატურისადმი მიმართვას, პარტიის ცნობით, ბესიკ დონაძეს საგამოძიებო უწყებისთვის არ მიუმართავს.