„ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდება თბილისის მერს

„ნაციონალური მოძრაობა“,  თბილისის მერს,  მისი ენერგეტიკის მინისტრობის დროს „გაზპრომთან“ ანტისახელმწიფოებრივი და კორუფციული ხელშეკრულების დადებაში სდებს ბრალს. ოთარ სირაძის თქმით, მათთვის ცნობილი გახდა საქართველოს “გაზპრომთან” დადებული ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, მათი მტკიცებით, საქართველო 40 მილიონი დოლარს ნაცვლად, 15 მილიონ დოლარს იღებს რუსეთიდან საქართველოს გავლით სომხეთისთვის ბუნებრივი აირის მიწოდებაში.

“ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებით, საქართველოს ბიუჯეტს 65 მილიონი ლარით ზარალი მიადგა. ოპოზიციური პარტია ასევე მოითხოვს, არ  გააფორმოს ხელისუფლებამ ქვეყნისთვის პოლიტიკურად და ფინანსურად წამგებიანი ხელშეკრულება “გაზპრომთან” და ასევე, დაიწყოს გამოძიება კახა კალაძის მიერ გაფორმებულ ხელშეკრულებაზე.