„ნაციონალური მოძრაობის" აქციები რეგიონებში

საპროტესტო აქცია სამტრედიაში. საკრებულოს შენობის წინ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მათი მხარდამჭერები იმყოფებიან. შეკრებილები მომატებულ გადასახადებს აპროტესტებენ. გაკეთდა უკრაინის მხარდამჭერი განცხადებებიც. ამავე შინაარსის აქცია გაიმართა ოზურგეთშიც. მონაწილეების თქმით, შეიკრიბნენ ეკონომიკური კრიზისის გასაპროტესტებლად.

აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებსა და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. პროტესტი გამოხატეს კასპშიც.