„ნაციონალური მოძრაობის“ აქციები რეგიონებში

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ საპროტესტო აქცია გამართა ხელვაჩაურის მერიის შენობასთან. „თავისუფლება მიშას“ – რამდენიმე ათეული ადამიანი ამ მოთხოვნით შეიკრიბა. აქციაზე არ იმყოფებოდნენ ნიკა მელიას მხარდამჭერები.

ლიდერების თქმით, ანალოგიური აქციები ყველა მუნიციპალიტეტშია დაგეგმილი, რის შემდეგაც, თბილისში ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქცია გაიმართება. აქციის მიმდინარეობა ერთმა მოქალაქემ გააპროტესტა, რომელიც სამართალდამცველებმა ადგილიდან განარიდეს.