„ნაციონალური მოძრაობის“ აქცია სოფელ ხურვალეთში

სოფელ ხურვალეთში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა რუსული ოკუპაცია გააპროტესტეს.

პარტიის გორის ორგანიზაციის აქტივისტები ხურვალეთში იმ ადგილთან მივიდნენ, სადაც რუსმა სამხედროებმა რკინის ბოძები დაამონტაჟეს. გორისა და კასპის მაჟორიტარულ ოლქში მაჟორიტარობის დეპუტატობის კანდიდატმა, ბადრი ბასიშვილმა ხელისუფლებას მეტი ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდა.