„ნაციონალური მოძრაობის“ აქცია სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით
მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით „ნაციონალური მოძრაობა“ აქციას მართვას რიყის პარკში.
პარტიის ლიდერების განცხადებით, პროტესტი სიმბოლურად სწორედ პირველ ოქტომბერს დაგეგმეს, რადგან სააკაშვილი ხუთი წლის წინ პირველ ოქტომბერს დააკავეს. შეკრებილებს ამ წუთებში ორგანიზატორები სიტყვით მიმართავენ.