„ნაციონალური მოძრაობის“ აქცია პარლამენტთან

ერთ საათში „ნაციონალური მოძრაობა“ რუსთაველის გამზირზე მორიგ აქციას გამართავს.

მოთხოვნები უცვლელი რჩება. მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა, შემდეგ კი მისი გათავისუფლება და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა.