„ნაციონალური მოძრაობის“ აქციები დედაქალაქის მასშტაბით სხვადასხვა ადგილებში იმართებოდა. დილიდან ხმაური იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან. შეკრებილებმა დროებით გზის სავალი ნაწილიც გადაკეტეს.
პოლიციასთან დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა, რა დროსაც სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეები დააკავეს. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასა და სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ.