„ნაციონალური მოძრაობის“ აქცია და სამზადისი

როგორია ოპოზიციის გეგმა ხელისუფლებისთვის მიცემული ულტიმატუმის ვადის ამოწურვის შემდეგ.

კონკრეტული ნაბიჯების შესახებ ორ საათში, თავისუფლების მოედანზე დაგეგმილ აქციაზე ნიკა მელია გააკეთებს განცხადებას. „ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას და ვადამდელ არჩევნებს ითხოვს. აქციას პარტიის მხარდამჭერები რეგიონებიდანაც უერთდებიან.