„ნაციონალური მოძრაობის“ აქცია

როგორია ოპოზიციის გეგმა ხელისუფლებისთვის მიცემული ულტიმატუმის ვადის ამოწურვის შემდეგ. კონკრეტულ ნაბიჯებს დღეს საღამოს დაგეგმილ აქციაზე ნიკა მელია გააჟღერებს. „ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასა და ვადამდელ არჩევნებს ითხოვს.

ოპოზიციის მეორე ნაწილი აქციაზე მისვლას არ აპირებს. მმართველი გუნდი პროტესტის მონაწილეებს კანონის ფარგლებში მოქმედებისკენ მოუწოდებს.