„ნაციონალური მოძრაობის“ აქცია 31 ოქტომბერს

„ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნების დღეს პარლამენტს წინ აქციის გამართვას გეგმავს. შესაბამისი განცხადებით პარტიამ წერილით მერიას მიმართა. აქციის გამართვისთვის ნებართვას ოპოზიციური პარტია 31 ოქტომბერს 12-დან 24 საათამდე ითხოვს. წერილში აღნიშნულია, რომ მრავალათასიანი მშვიდობიანი აქცია იგეგმება. ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებით, ორგანიზატორების მხრიდან მაქსიმალურად იქნება დაცული უსაფრთხოების ზომები, მათ შორის პირბადეებით უზრუნველყოფა და სადეზინფექციო ხსნარების გამოყენება.

როგორ აფასებენ „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებას მმართველ გუნდში? – თეონა მანაგაძე თემის დეტალებით პირდაპირ ეთერში.