„ნაციონალური მოძრაობის“ აქცია

12:15, 01.10.2026

„ნაციონალური მოძრაობა“ დღეს აქციას აანონსებს, სახელწოდებით – „თავისუფლება მიხეილ სააკაშვილს“. პარტიის წარმომადგენლების განცხადებით, შეკრება სააკაშვილის დაკავების 5 წლისთავზე სიმბოლურად, რიყის პარკში იმართება და მთავარი მოთხოვნა ექსპრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლებაა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების განცხადებით, მათ აქციის გამართვის უფლებას შინაგან საქმეთა სამინისტრო არ აძლევს, თუმცა გეგმების შეცვლას არ აპირებენ.

მსგავსი