„ნაციონალური მოძრაობის“ აქცია

უზენაეს სასამართლოსთან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა აქცია „არა რუსულ კლანს სასამართლოში“ გამართეს. აქციის მონაწილეები ითხოვენ, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ სანქცირებული 4 მოსამართლის სასამართლო სისტემიდან ჩამოშორებას. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების განცხადებით, მოსამართლეთა ნაწილი კონკრეტული პარტიის ინტერესებს ემსახურება, რაც მათივე თქმით, ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას ხელს უშლის.