„ნაციონალური მოძრაობის“ აქცია

„თავისუფლება მიშას“- „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით, მორიგი აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები იუსტიციის სამინისტროსთან შეიკრიბნენ და რატი ბრეგაძეს ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის მოწოდების გათვალისწინებისკენ მოუწოდეს. მათი თქმით, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით იუსტიციის მინისტრს დემარში გადასცა, რასაც ის უნდა დაემორჩილოს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა იუსტიციის მინისტრის სახელზე წერილი შეიტანეს.

ევროკავშირის წევრი ქვეყნების დემარში – გამოხმაურება