„ნაციონალური მოძრაობის“ აქცია 

მთავრობის ადმინისტრაციასთან მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების მოთხოვნით საპროტესტო აქცია იმართება. ადგილზე „ერთიანი ნაციონალური“ მოძრაობის წევრები და მხარდამჭერები შეიკრიბნენ. აქციაში მონაწილეობს პარტიის არჩეული თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი. პროტესტს შეუერთდნენ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრები და ზურაბ „გირჩი“ ჯაფარიძე.