„ნაციონალური მოძრაობის“ აქცია

სამკურნალოდ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით, მორიგ აქციას მართავს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. პარტიის წევრები პოლიტიკური გაერთიანების ცენტრალურ ოფისთან შეიკრიბნენ და რუსთავის ციხემდე, სადაც სასჯელს საქართველოს მესამე პრეზიდენტი იხდის, საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს. ოპოზიციური პარტიის წევრების განცხადებით, მოთხოვნის დაკმაყოფილებამდე აქციებს ექნება პერმანენტული სახე. თბილისთან ერთან, საპროტესტო აქცია დღეს ბათუმშიც იმართება.