„ნაციონალური მოძრაობის“ აქცია

„ნაციონალური მოძრაობის“ აქცია გაიმართა „ქართული ოცნების“ ოფისთან. პარტიის წევრებმა და მხარდამჭერებმა ქვეყანაში არსებულ მძიმე სოციალურ მდგომარეობაზე ისაუბრეს.

შეკრებილების თქმით, მაშინ, როცა ქვეყანაში გადასახადები და საკვები პროდუქტების ფასები იზრდება და მოქალაქეები უკიდურეს გაჭირვებაში არიან, მმართველი გუნდი მიწების მიტაცებით არის დაკავებული.