„ნაციონალური მოძრაობის“ აქცია

„ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებმა გლდანის ციხისკენ ავტომობილებით მსვლელობა გამართეს.

ისინი პენიტენციურ დაწესებულებასთან რამდენიმე წუთის განმავლობაში საყვირებით გაჩერდნენ, რაც მათი თქმით მიხეილ სააკაშვილის გამხნევებას ემსახურებოდა. პროტესტი კი სააკაშვილის სამოქალაქო სექტორის კლინიკაში გადაყვანამდე არ შეწყდება. ირაკლი ნადირაძის განცხადებით, კლინიკაში გადაყვანის შემთხვევაში, ოპოზიციის ლიდერები მზად არიან, აიღონ პასუხისმგებლობა, რომ საავადმყოფოსთან და მის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციები არ გაიმართება.