„ნაციონალური მოძრაობა“ ყრილობისთვის ემზადება

12:11, 31.07.2026

ექვსი დღე რჩება „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობამდე, რომელმაც დროებითი მმართველობითი ორგანო და დროებითი თავმჯდომარე უნდა აირჩიოს. ამ ორგანოს მთავარი ფუნქცია კი იქნება, რომ 6 თვის განმავლობაში, სანამ პარტიას თავმჯდომარე არ ეყოლება, „ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნებისთვის მოამზადოს. თინა ბოკუჩავა არც პოლიტსაბჭოზე და არც მედიასთან ამ დრომდე არ გამოჩენილა, მიხეილ სააკაშვილის მიერ დასახელებული პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატი, ნანუკა ჟორჟოლიანი არ უარყოფს, რომ პარტიის თავმჯდომარეობისთვის ემზადება. ჟორჟოლიანის თქმით, მას უკვე საკუთარი სტრატეგიაც აქვს და პირობაც – თავმჯდომარეობას დათანხმდება მაშინ, თუ პარტიის პრემიერობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი იქნება. „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესები შეფასებების თემაა.

მსგავსი