„ნაციონალური მოძრაობა“ VS „ევროპული საქართველო“

ერთ დროს თანაგუნდელები ერთმანეთის წინააღმდეგ.

ბრიუსელში ხელმოწერილი შეთანხმება კიდევ ერთხელ დაირღვა. „ევროპის სახალხო პარტიის“ შუამავლობით აღებული ვალდებულების მიუხედავად „ნაციონალურ მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ წინასაარჩევნოდ ერთმანეთს თავს ყოველდღიურად ესხმიან.

ამჯერად ურთიერთობის გამწვავების მიზეზი გიგი უგულავას განცხადება გახდა, სადაც მან ყოფილი მმართველი პარტია აგრესიული პოლიტიკის გამო გააკრიტიკა.

საპასუხო რეაქციებს არ დაუგვიანია. ყოფილმა თანაგუნდელებმა „ნაციონალური მოძრაობისგან“ გამიჯნულები ხელისუფლებასთან გარიგებაში დაადანაშაულა.