„ნაციონალური მოძრაობა“ შემოწირულობებს ითხოვს
შიდაპარტიული და დანარჩენ ოპოზიციასთან დაპირისპირებით გამოწვეული კრიზისის პარალელურად, როგორც ირკვევა, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ფინანსური კრიზისიცაა. მიხეილ სააკაშვილის დაფუძნებული პარტია ფულს აგროვებს. ამბობენ, რომ შემომწირველები თანხის ჩარიცხვით უფრო მეტად იქნებიან ჩართულები „ნაციონალური მოძრაობის“ რეფორმირებისა და საქმიანობის პროცესში. ვიდრე თავად დასათვლელი ექნებათ, დაითვალეს სხვა პარტიის მილიონები და სწორედ ეს სადავო 40 მილიონი გახდა ალიანსში განხეთქილებისა და ყოფილ თანაგუნდელებთან დაპირისპირების ერთ-ერთი მიზეზი.
ციხიდან არაერთხელ დაწუნებული სტრატეგიის მიუხედავად, ფორმალური გაერთიანების წევრები საკუთარ გეგმებზე „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე მუშაობენ, ოპოზიციის ნაწილი ამომრჩეველთან შეხვედრას არჩევს, ნაწილი კი ისევ აქციებისთვის ემზადება.