„ნაციონალური მოძრაობა“ საპროტესტო მსვლელობას მართავს

„ნაციონალური მოძრაობა“ საპროტესტო მსვლელობას მართავს. პარტიის წევრები და მხარდამჭერები დედაქალაქის ქუჩებში გადაადგილდებიან. პროტესტის მონაწილეები სამ სხვადასხვა ადგილზე შეიკრიბნენ – რუსთაველზე, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან და ცესკო-სთან. მოთხოვნები უცვლელია: გაათავისუფლონ და გადაიყვანონ მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში და დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები.