„ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო ცხოვრებას უბრუნდება

15:06, 29.03.2023

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო ცხოვრებას უბრუნდება. როგორც ჟურნალისტებს ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ლევან ბეჟაშვილმა განუცხადა, „ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო ცხოვრებაში 7-8 მარტის მოვლენების შემდეგ უკვე ჩართულია. მისი თქმით, ყველა იმ საკითხზე, რომელიც ეხება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, ეს იქნება ევროპული დღის წესრიგიდან გამომდინარე, თუ 12 პუნქტის შესრულება, პარტია საპარლამენტო საქმიანობაში ჩართული იქნება.

 

მსგავსი