„ნაციონალური მოძრაობა“ სააკაშვილის შეწყალებას ითხოვს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები და მხარდამჭერები სალომე ზურაბიშვილს, ყოფილი პრეზიდენტის შეწყალების მოთხოვნით, შეგროვებულ ხელმოწერებს გადასცემენ. პარტიის წევრები რეგიონებიდან თბილისში მოდიან. მათი ინფორმაციით, 100 ათასზე მეტი ხელმოწერა შეაგროვეს.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ზუგდიდში პარტიის ოფისთან შეკრებილ მხარდამჭერებს მიმართეს. ამის შემდეგ კი საქართველოსა და ევროკავშირის დროშებითა და მიხეილ სააკაშვილის ფოტოებით თბილისისკენ გამოემართნენ. თბილისისკენ გამოემართნენ გორიდან და ქუთაისიდანაც.