„ნაციონალური მოძრაობა“ პრეზიდენტისგან განმარტებას ითხოვს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”,  პრეზიდენტისგან პოლიციელის მკვლელობისთვის მსჯავრდებულის შეწყალებაზე განმარტებას ითხოვს. ზაალ  უდუმაშვილის განცხადებით, პასუხი, რომ ეს პრეზიდენტის დისკრეციული უფლებაა, არადამაკმაყოფილებელია.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილმა აუცილებლად უნდა განმარტოს, ვისი რეკომენდაციით შეიწყალა პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებული, რამაზ დევაძე. საქმე ეხება 2014 წლის 27 დეკემბერს, ბათუმის ერთ-ერთ ღამის კლუბში მომხდარ შემთხვევას, როდესაც 22 წლის პოლიციელი მოკლეს, რისთვისაც რამაზ დევაძეს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ის პრეზიდენტის მიერ, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით გამოცემულ შეწყალებულთა სიაში მოხვდა.