„ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შევიდა

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა ბოიკოტი შეწყვიტეს და პარლამენტში მივიდნენ.

ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია პლენარულ სხდომაზე პირველი პოლიტიკური განცხადების გაკეთებისთვის ემზადება. როგორც ცნობილია, სიტყვით გამოსვლას ხატია დეკანოიძე გეგმავს. „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შესვლის პარალელურად საკანონმდებლო ორგანოსთან აქცია გაიმართა. შეკრებილებმა პარტია დესტრუქციულ ქმედებებში დაადანაშაულეს. დღესვე პარლამენტში შევიდა თაკო ჩარკვიანიც, რომელიც ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც საპარლამენტო არჩევნების დასრულების შემდეგ, საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზე უარი განაცხადა.