„ნაციონალური მოძრაობა“ ოპოზიციის ალიანსის მიღმა
გარიცხეს თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“ ოპოზიციური ალიანსიდან. პარტიების გაერთიანებამ საკუთარ „ფეისბუქის“ გვერდზე ახალი ფოტო გააზიარა, რომელზეც „ნაციონალური მოძრაობის“ ლოგო ამოშლილია. „ფედერალისტების“ ლიდერმა თემაზე პოსტი გამოაქვეყნა: „ჩვენი კარი ყველასთვის ღიაა, ვინც წესებს დაიცავს“- წერს თამარ ჩერგოლეიშვილი. გახდა თუ არა ამ გადაწყვეტილების მიზეზი ის დაპირისპირება, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობასა“ და ალიანსის წევრ პარტიებს შორის საჯარო არაერთხელ გახდა, ჯერჯერობით არ კონკრეტდება. მანამდე კი საკითხს „ნაციონალური მოძრაობის“ დროებითი მმართველი საბჭოს თავმჯდომარე გამოეხმაურა. ირაკლი ფავლენიშვილი აცხადებს, რომ ალიანსის წევრი „ნაციონალური მოძრაობა“ ისედაც აღარ იყო. ჟურნალისტის კითხვაზე – გარიცხეს თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“ „ოპოზიციის ალიანსიდან“, ფავლენიშვილმა უპასუხა, რომ გარიცხეს თუ თავად გამოვიდნენ, ამ ეტაპზე მნიშვნელობა არ აქვს.