„ნაციონალური მოძრაობა“ მხარდამჭერებს თანხის ჩარიცხვას სთხოვს
„ნაციონალური მოძრაობა“ ყრილობის ჩასატარებლად საჭირო თანხის შეგროვებას სთხოვს მხარდამჭერებს. შემოწირულობასთან დაკავშირებით განცხადება პარტიამ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა. ყრილობაზე ახალი თავმჯდომარე უნდა აირჩიონ. „ნაციონალურ მოძრაობაში“ დარწმუნებულები არიან, რომ მხარდამჭერები შესაბამის დონაციას გააკეთებენ.