„ნაციონალური მოძრაობა“ მხარდამჭერებს ფინანსურ დახმარებას სთხოვს
მიხეილ სააკაშვილი მხარდამჭერებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისათვის“ თანხის შეგროვებას სთხოვს. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ის ანგარიშის ნომერსაც უთითებს და აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ხალხის მიერ შექმნილი პარტიაა და აუცილებელია ადამიანების ფინანსური თანამონაწილეობა. ექს-პრეზიდენტის თქმით, ეს ხარჯები საჭიროა ყრილობის ჩასატარებლად, რეგიონებში გასვლებისთვის, ასევე მოხმარდება პოლიტპატიმრებისა და მათი ოჯახების მხარდაჭერას. შეგახსენებთ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ყრილობის ჩასატარებლად საჭირო თანხის შეგროვების თხოვნით, ოფიციალურად განცხადება გუშინ გაავრცელა. აღნიშნულს პოლიტიკოსების მხრიდან შეფასებები მოჰყვა.