„ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებას მიმართავს

პანკისის სპეცოპერაციის შესახებ დეტალები გასაჯაროებისკენ მოუწოდებს ხელისუფლებას ნაციონალური მოძრაობა. ნუგზარ წიკლაურის თქმით, საზოგადოებას ამ დრომდე არ მიუღია პასუხები შეკითხვაზე, როგორ მოხვდა ახმედ ჩატაევი საქართველოში და რა ფაქტები ადასტურებს, რომ 19 წლის დაჭრილ ახალგაზრდას მასთან კავშირი ჰქონდა. მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ საზოგადოების შეკითხვები უპასუხო დარჩება, გაჩნდება ეჭვი, რომ საქართველოს უსაფრთხოების სამსახური რუსეთთან შეთანხმებით მოქმედებს, რაც უადვილებს ტერორისტულ ჯგუფებს, გაძლიერდნენ ქვეყნის შიგნით.