„ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას“ წინასაარჩევნო შეხვედრა

„ნაციონალურმა მოძრაობამ – ძალა ერთობაშია“ გურიის მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრა გამართა და ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, მანუჩარ კვირკველია წარადგინა. კანდიდატმა სიღარიბისა და უმუშევრობის დაძლევაზე ისაუბრა. სიტყვით გამოვიდა ასევე „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას“ ერთ-ერთი ლიდერი, გრიგოლ ვაშაძე.

მხარდამჭერებმა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ვიდეომიმართვაც მოისმინეს.