„ნაციონალური მოძრაობა“ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის გადადგომას მოითხოვს

„ნაციონალური მოძრაობა“ ჭიდაობის ფედერციის პრეზიდენტის გადადგომას მოითხოვს. ამის შესახებ ნიკა მელიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა და ფედერაციის პრეზიდენტს, გეგა გეგეშიძეს, რომელიც 16 იანვარს სპორტის სასახლეში მომხდარი ჩხუბის უშუალო მონაწილე იყო, ზონდერდაჯგუფების ლიდერი უწოდა.

ოპოზიციურ პარტიაში ამბობენ, რომ გეგეშიძე და სხვა პირები, არ მხოლოდ მოჭიდავეებს შორის მომხდარი ჩხუბის უშუალო ფიგურანტები, არამედ 2016 წლის 22 მაისს კორცხელში მომხდარი ინციდენტის ორგანიზატორები და მონაწილეები არიან.

16 იანვრის ფაქტზე ჭიდაობის ფედერაციაში ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა. ფედერაცია სპეციალური განცხადების გავრცელებას გეგმავს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე უკვე დაწყებულია გამოძიება, თუმცა ჩხუბში მონაწილე სპორტსმენები უწყებასთან თანამშრომლობაზე უარს აცხადებენ, ამიტომ ისინი სასამართლოს წესით დაიკითხებიან.