„ნაციონალური მოძრაობა“ ჩახსნილი სიების აღდგენას ითხოვს

დააზარალა თუ არა პოლიტიკურად ოპოზიციის ნაწილი არჩევნების შემდეგ მიღებულმა გადაწყვეტილებამ, – პრობლემა, რომელიც დღეს ნათლად გამოჩნდა ხელისუფლების ოპონენტების ნაწილის იმ გადაწყვეტილებას უკავშირდება, რომელიც პარტიებმა ჯერ კიდევ გასულ წელს მიიღეს. ბოიკოტის რეჟიმში მყოფმა ოპოზიციამ არაერთი მოწოდების მიუხედავად, ცესკო-ს საპარლამენტო სიების ჩახსნის მოთხოვნით მიმართა. ეს არის მიზეზი, რის გამოც დღეს უფლებამოსილება შეწყვეტილი დეპუტატები საკანონმდებლო ორგანოში ადგილმონაცვლეს ვერ ტოვებენ, მათი პარტიები კი სახელმწიფო დაფინანსების გარეშე დარჩნენ.

უკვე დღეს, ბოიკოტის რეჟიმიდან საპარლამენტო საქმიანობაზე გადასული ოპოზიცია, გაუქმებული სიების აღდგენის მოთხოვნით „ქართულ ოცნებას“ მიმართავს, – სალომე ქოქიაშვილი გაგვახსენებს, როგორ მოქმედებდა ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნებიდან დღემდე.