„ნაციონალური მოძრაობა“ აშშ-ში შეხვედრებს მართავს
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დელეგაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტით იმყოფება. ინფორმაციას პარტიის პრესსამხური ავრცელებს. თინა ბოკუჩავა, პეტრე ცისკარიშვილი და ლევან სანიკიძე კონგრესმენ ჯო უილსონს შეხვდნენ. ლიდერების განცხადებით, შეხვედრზე საუბარი შეეხო „მეგობარი აქტის“ მიღების საკითხს, საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისს, პოლიტიკური პატიმრების საკითხსა და საქართველო-აშშ-ს ორმხრივ პარტნიორობას. თინა ბოკუჩავას განცხადებით, ტყუილია, თითქოს „მეგობარი აქტი“ აშშ-ში აღარ არის აქტუალური. მისი თქმით, სენატში აქტიურად მიმდინარეობს განხილვები, რომ „მეგობარი აქტი“ მიებას თავდაცვის აქტს, რასაც დიდი შანსია მოჰყვეს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ პერსონალური სანქციების დაწესება.
ცნობისთვის, დემოკრატმა კონგრესმენმა, სტივ კოენმა, ჰელსინკის კომისიაში 11 სექტემბერს განაცხადა, რომ სამწუხაროა, სენატმა არ მიიღო და არ მიიღებენ „მეგობარი აქტს“.