„ნაციონალური მოძრაობა“ აქციებს აანონსებს

„ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილის დღევანდელი სასამართლოს მოლოდინშია – რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ მოსამართლე გიორგი არევაძე დაცვის მხარის მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს. პარტიის წევრები ორივე შედეგისთვის ემზადებიან. შექმნილია „მიხეილ სააკაშვილის გადარჩენის შტაბიც“. პარტიაში ამბობენ, რომ თუ გადაწყვეტილება სააკაშვილის სასარგებლოდ არ დადგება, ქუჩის პროტესტი და აქციები დაიწყება.