„ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსიდან გარიცხეს
„ნაციონალური მოძრაობის“ ოპოზიციური ერთობიდან გარიცხვა და დასრულებული პოლიტიკური თანამშრომლობა. მარტში შექმნილ ოპოზიციურ ერთობას „ნაციონალური მოძრაობა“ ოფიციალურად გამოაკლდა. ალიანსს, სადაც მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის პარტია ბოლო რამდენიმე თვე ფორმალურად იყო, ახლა გარიცხვაში ადანაშაულებს ერთობის წევრებს.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ ირწმუნებიან, რომ ალიანსიდან საკუთარი ნებით არ გასულან. მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, პარტია „ახალში“ კონკრეტული პასუხებისგან თავს იკავებენ, მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ ლოგოდან სიმბოლიკის წაშლას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან, ალიანსში მყოფი პარტიები კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობაა“, რომელთაც საერთო პოლიტიკური წარსული აქვთ.