„ნაციონალური მოძრაობა“ პარტიული სტრუქტურის გარდაქმნას იწყებს -გამოხმაურება

15:11, 30.06.2026

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პარტიის ორგანიზაციული განვითარების ახალ კონცეფციას აცხადებს, რომელიც მიზნად ისახავს ტრადიციული, ვერტიკალური პარტიული სტრუქტურის გარდაქმნას – თანამედროვე, ციფრულ და მოქალაქეთა ფართო ჩართულობაზე დაფუძნებულ ქსელურ მოდელად. რეფორმის მთავარი მიზანია პარტიის გახსნა, გამჭვირვალობის ზრდა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში წევრებისა და მხარდამჭერების უფრო აქტიური მონაწილეობა. პარტიის განცხადებით, კონცეფცია ოთხ ძირითად მიმართულებას ეფუძნება, რაც დელიბერაციული დემოკრატიის გაძლიერებას, ციფრული პარტიის პლატფორმას, ფინანსური გამჭვირვალობას და მიკრო-დონაციებს, ასევე – მონაცემებზე დაფუძნებულ კომუნიკაციას გულისხმობს. ახალი კონცეფციის წარდგენას არ დასწრებია პარტიის მოქმედი თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა. პრეზენტაციაზე ანა წითლიძემ კი – მომავალი თავმჯდომარის პოსტზე არ გამორიცხა საკუთარი კანდიდატურაც.

ოპოზიციაში მიმდინარე პროცესებს ეხმაურებიან მმართველ გუნდში.

მსგავსი